ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სინერჯი სოლუშენსი — 6 წელი საქართველოს 1C პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე

★ პარტნიორის კონტენტი

კომპანია სინერჯი სოლუშენსი უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზე მუშაობს და მომხმარებლებს 1c პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას სთავაზობს — საკონსულტაციო დანერგვას, ტრენინგს და პროგრამულ ჩაშენებებს.

კომენტარის დატოვება
სინერჯი სოლუშენსი — 6 წელი საქართველოს 1C პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე

★ პარტნიორის კონტენტი

კომპანია სინერჯი სოლუშენსი უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზე მუშაობს და მომხმარებლებს 1c პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას სთავაზობს — საკონსულტაციო დანერგვას, ტრენინგს და პროგრამულ ჩაშენებებს.

კომპანიას ლევან მიშელაშვილი, თორნიკე ბლუაშვილი და შოთა ჯანგულაშვილი ხელმძღვანელობენ. მათი თქმთ, სინერჯი სოლუშენი კლიენტებს სააღრიცხვო პროგრამის მოდულებზე სრულ სერვისს სთავაზობს, ამასთან, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს სერვერის ტექნიკურ მხარდაჭერასაც.  

«შესაბამისად, შევქმენით სრული კომფორტი იმ კომპანიებისთვის რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ». — ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები. 

მათივე თქმით, სინერჯი სოლუშენსის უპირატესობა ბაზარზე მობილურობა და მოქნილობაა. მომხმარებლების მოთხოვნები მინიმალურ დროში და დათქმულ ვადებში სრულდება. 

«როდესაც კომპანიები ხედავენ მობილურობას, მათზე მორგებულ სამუშაო სისტემას და ამავდროულად, თითოეული პროექტი, მისი სიდიდის მიუხედავად, შეთანხმებულ ვადაში სრულდება, მათ ნდობას იწვევს». 

6 წლის განმავლობაში კომპანია არაერთ გამოწვევას შეეჩეხა და გაუმკლავდა. ლევანისა და თორნიკესთვის ყველაზე საამაყო მომხმარებლების ნდობის მოპოვებაა, ვინაიადნ კონკურენციაც დიდია. 

«მთავარი გამოწვევა ამ კონკურენტულ გარემოში მომხმარებლებში ნდობის მოპოვება იყო, რაც,  ვფიქრობთ, გამოგვივიდა.  ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი მომსახურების ხარისხია, რომელიც დროთა განმავლობაში მაღლა და მაღლა მიდის». 

სინერჯი ჯგუფისთვის კიდევ ერთი გამოწვევა კორონავირუსის პანდემია იყო. 

«სამწუხაროდ, დავკარგეთ რამდენიმე კარგი თანამშრომელი. ასევე, ბევრი პარტნიორი კომპანია დაიხურა და შესაბამისად, შეწყვიტეს აქტიური თანამშრომლობა. თუმცა, ბევრი ასეთი ნეგატიური გავლენის შემდეგ მოვახერხეთ და დღეს ისევ ბაზარზე ვართ. და რაც მთავარია, მომხმარებლებს წარმატებით ვუწევთ ყველა სერვისს». 

სინერჯი ჯგუფის მიზანი როგორც მათი, ისე მათი მომხმარებელი კომპანიების დახმარება და მხარდაჭერაა. 

«გვსურს, რაც შეიძლება ბევრი კომპანია გავხადოთ წარმატებული და პროგრამული მხარდაჭერით გავუმარტივოთ მათთვის გადაუჭრელი ან რთული ბიზნესპროცესები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს — სინერჯი ჯგუფი ახალ პროდუქტზე მუშაობს. დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა, ძალიან მალე ახალი პროგრამული პროდუქტით დაგიბრუნდებით». — ამბობენ კომპანიის ხელმძღვანელები. 
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!
თემის მიხედვით
შეთავაზება dev.ge-სგან — გამოცადეთ Multipass-ის სერვისი უფასოდ!


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.