ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგრძლად საკითხავი
19 დეკემბერი 2022, 09:30
2022-12-19
როგორ აკონტროლებენ ანტი-პორნო პროგრამები მომხმარებლების ონლაინ აქტივობას
სპეციალური ანტი-პორნო პროგრამები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მრავალმილიონიან ბიზნესად იქცა. ისინი აკონტროლებენ თითქმის მთელ ინტერნეტ-ტრაფიკს, «იჭერენ» «ამორალურ ქმედებებს» და ამის შესახებ «ანგარიშვალდებულ პარტნიორს» ატყობინებენ. «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» გახდა კონტროლის ინსტრუმენტი არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ რელიგიურ ჯგუფებისთვისაც.
რა არის «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» და «ანგარიშვალდებული პარტნიორი»
კაცი ყვება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, რომელიც, მისი მტკიცებით, დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარა — Ever Accountable. ამ სოფტის დეველოპერები გარანტიას იძლევიან, რომ აპლიკაციის დაყენებიდან უკვე ერთ თვეში მომხმარებლების 68% მთლიანად წყვეტს პორნოს ყურებას.
რაშია საიდუმლო? ანგარიშვალდებულების ძალაში. ათეულობით მსგავს აპლიკაციასთან ერთად Ever Accountable — «ანგარიშვალდებულების პროგრამული უზრუნველყოფის» მრავალმილიონიანი ეკოსისტემის ნაწილია. ესაა სოფტი, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს ონლაინ აქტივობებს, როგორიცაა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ფილმების ყურება.
ბევრი Accountability software პოზიციონირებს საკუკთარ თავს, როგორც «პროგრამებს პორნოგრაფიის წინააღმდეგ» («anti-pornography software»). ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა ცდილობს აღმოფხვრას მომხმარებლის «ამორალური ჩვევები» მისი სირცხვილის გრძნობით — გარკვეულ ქმედებებზე სოციალური მიუღებლობის გრძნობით. ამ მიზეზით Accountability software-ს ინგლისურენოვან სეგმენტში ასევე უწოდებენ shameware-ს ან Apps of Shame-ს — «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» ან «სირცვილის აპლიკაცია».
«ანგარიშვალდებულების პროგრამების» ბაზარზე ლიდერები არიან Covenant Eyes, Accountable2You, Ever Accountable, Fortify. არიან უფრო პატარა მოთამაშეებიც, უფასო ვარიანტები: Net Responsibility, X3watch. მხოლოდ Covenant Eyes-ის წლიური საშუალო შემოსავალი 26 მილიონი დოლარია (50 ათასზე მეტი ჩამოტვირთვა წელიწადში). ღია მონაცემების თანახმად, Accountable2You-ის წლიური საშუალო შემოსავალი 5 მილიონ დოლარს შეადგენს.
პორნოსაიტებზე შესვლა, სპეციფიკურ ჰეშთეგებზე გადასვლა, ფოტოების ჩამოტვირთვა შიშველი მოდელებით — «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» აფიქსირებს ყველა ასეთ ინტერნეტკვალს და ანგარიშის სახით გადასცემს მას მესამე პირს, თქვენ «ანგარიშვალდებულ პარტნიორს». სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად «მორალურად მისაღები» კონტენტი მოიხმარეთ.
ამავე დროს «ანგარიშვალდებულების პროგრამები» არ უნდა აგერიოთ «მშობელთა კონტროლისგან». ეს უკანასკნელი ხელს უშლის ბავშვების მიერ არასასრუველი საიტების სტუმრობას მათი დაბლოკვის დონეზე. «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» არაფერს ბლოკავს.
არ დაიმალო — როგორ მუშაობს «სირცვილის აპლიკაცია»
დაყენება
პლანშეტზე ან კომპიუტერზე სოფტის დასაყენებლად მისი ჩამოტვირთვა პირდაპირ პროგრამის საიტიდან არის შესაძლებელი. მობილური აპლიკაციები წარმოდგენილია Google Play-სა და App Store-ში.
ერთ-ერთი ამ აპლიკაციის დაყენება მომხმარებელს შეუძლია როგორც პირადი მოტივებით, ისე ვინმეს რეკომენდაციით. «ანგარიშვალდებული პარტნიორი» შეიძლება იყოს, მაგალითად, მშობელი, მეუღლე ან სულიერი მენტორი, რომელიც ონლაინაქტივობების შესახებ ანგარიშებს მიიღებს.
მაგრამ უკვე ამ ეტაპზე აპლიკაციის მომხმარებელი აწყდება ეთიკურ პრობლემას — რამდენად ნებაყოფლობით თანხმდება ის ანგარიშვალდებულებას? მობილურზე Shameware-ის დაყენებით, იუზერი ალბათ მონიშნავს ხელშეკრულებაში მოხმარების წესების გრაფას.
«უარის თქმით ადამიანმა შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოს თავის. მაშინ ეკლესიაში ნებისმიერი აპლიკაციის დაყენება ძალდატანებით ხდება», — ამბობს ევა გალპერინი, ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის წინააღმდეგ კოალიციის თანადამფუძნებელი.
ონლაინ აქტიურობის მონიტორინგი
ასეთი აპლიკაციების საიტები და გამოყენების ინსტრუქციები წერენ, რომ დაყენების შემდეგ «ანგარიშვალდებულების პროგრამები» ონლაინრეჟიმში ფაქტობრივად დივაისის მთელ ვებ-ტრაფიკს ასკანერებენ:
თვალყურს ადევნებენ საიტებს, რომელსაც მომხმარებელი სტუმრობს.
ამოწმენებ ქივორდებს (მაგალითად, «პორნო», «გეი», «ლესბოსელი») საიტის URL-მისამართსა და გვერდის შემადგენლობაში. აფიქსირებენ ჰეშთეგებს საიტზე, იმ შემთხვევაშიც თუ მათზე არ გადასულან.
შეუსაბამო შინაარსზე ამოწმებენ სურათებს. თუ ალგორითმი ნახავს სხეულის შიშველ ნაწილებს, ანგარიშისთვის მათ ცოტა დაბლარავს.
მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე აკეთებენ ეკრანის ფოტოებს (Covenant Eyes, მაგალითად, ამას წუთში ერთხელ აკეთებს).
Fortify სთავაზობს ნებაყოფლობით შეიტანონ მონაცემები მასტურბაციაზე: როდის და რა პირობებში მოხდა ეს.
ალგორითმის მოტყუება არ გამოდის. «ანგარიშვალდებულების პროგრამები» ინკოგნიტოს რეჟიმის შემთვევაშიც მუშაობს და IP-მისამართების ცვლილება მათ არ აშინებთ.
სერვის Quora-ზე მომხმარებლები კითხულობენ, როგორ დამალონ Covenant Eyes-სგან ძიების ისტორია. ვებ-ტრაფიკის მონაცემები ონლაინ რეჟიმში გადაიცემა და ინახება «ანგარიშვალდებულების პროგრამების» სერვერზე. მათ წაშლაზე წვდომა არ გაქვთ.
ანგარიშის ფორმირება
გარკვეული პერიოდის ანგარიშს (მომხმარებელი თვითონ ირჩევს: რამდენიმე დღეში/კვირაში/თვეში ერთხელ) პროგრამა ფოსტით ან აპლიკაციაში აგზავნის «ანგარიშვალდებულ პარტნიორთან».
Covenant Eyes სთავაზობს გადაწყვიტოს, რამდენად ხშირად სურს მომხმარებლის აქტიურობის შესახებ ანგარშების მიღება და უშუალოდ რისი ნახვა სურს იქ — მთელი ტრაფიკის თუ აშკარა «დარღვევების».
Ever Accountable, მაგალითად, აფრთხილებს, რომ თქვენი «ანგარიშვალდებულების პარტნიორი» ნახავს თქვენი ძიების მთელ ისტორიას და აპლიკაციებსაც, სადაც ატარებთ დროს, ასევე ეკრანის ყველა სქრინს.
«არავითარი საიდუმლო — იქ სიბნელეა. იცხოვრეთ ნათელში — არ დამალოთ თქვენი მოქმედებები ტელეფონში, პლანშეტში ან კომპიუტერში», — მოუწოდებენ Ever Accountable-ში.
ადამიანური ფაქტორი
«სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფის» ამოცანა — გამოავლინოს მომხმარებლის ყველა პორნოკვალი და ამის შესახებ მესამე პირს აცნობის. პროგრამა არაა პასუხისმგებელი იმაზე, თქვენს ამორალურ საქციელზე როგორი პასუხი ექნება მშობელს ან სულიერ მოძღვარს.
როგორ იყენებენ რელიგიური ჯგუფები ანგარიშვალდებულების პროგრამულ უზრუნველყოფას
«ანგარიშვალდებულების პროგრამების» მომხმარებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფები ოჯახები და რელიგიური ჯგუფებია.
დღეს «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» საშუალებას აძლევს რელიგიურ ორგანიზაციებს, მრევლის ონლაინ აქტიურობის კონტროლით იზრუნონ მის მორალურ თვისებაზე. ზოგიერთი Accountability Apps-ის შემქმნელს პირდაპირ მოჰყავს «ღვთის საქმის» ანალოგიები.
Covenant Eyes-ის საიტზე (ბუკვალურად — «აღთქმის თვალები») ლაპარაკია «სირცვილის ციკლზე», რომელიც პორნოს ყურებით არის გამოწვეილი. აქ მოყვანილია ბევრი ისტორია პორნოდამოკიდებულებისგან განკურნების შესახებ, მათ შორის ცნობილი ადამიანები არიან.
«ღმერთმა ჩვეულ ცხოვრებაში დამაბრუნა, რათა საკუთარი გამოცდილების შესახებ მოვყვე და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ დაძლიონ, თუ პირველ ადგილზე ღმერთსა და ოჯახს დააყენებ. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ», — ეს ამერიკელი კალათბურთელის, ლამარ ოდომას სიტყვებია. მან საჯაროდ აღიარა პორნოფილიის შესახებ და ამტკიცებს, რომ მას Covenant Eyes დაეხმარა.
თავად პროგრამული უზრუნველყოფა წარმოდგენილია როგორც «ინსტრუმენტი უფლის ხელში».
«სურათზე დაფუძნებით პორნოგრაფიის აღმოჩენა უზარმაზარი კონცეპტუალური ცვლილება გახდა Covenant Eyes-ისთვის. ღმერთმა მიმიყვანა საჭირო ადგილას საჭირო დროს, რათა შევასრულო ის მისია, რომლისთვისაც მე და მრავალი სხვა ვლოცულობდით», — ასე აფასებს The Christian Post-თან ინტერვიუში საკუთარ სამუშაოს ყოფილი მათემატიკოსი და დატა-მეცნიერი მაიკლ ჰოლმი.
კიდევ ერთი აპლიკაცია Accountable2You «იცავს ციფრული ცდუნებებისგან» — ინკოგნიტოს რეჟიმის პირობებშიც. და აცხადებს, რომ «თავისუფლება — გამჭვირვალობაშია», არ არის საჭირო საკუთარი მანკიერებების დამალვა მათგან, «ვინც სიკეთეს» გისურვებს.
თუნდაც რომის პაპმა სემინარიის სტუდენტებისადმი მიმართვისას პორნოგრაფიას «ციფრული ცდუნება» უწოდა, რომელიც «ასუსტებს სასულიერო პირის გულს» და სტუდენტებს მოუწოდა, ებრძოლონ «ციფრულ ბოროტებას» მისივე მეთოდებით — გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებრივი მორალის კეთილდღეობისთვის.
მორალური დილემა
«ყველაფერი ეს რეალურად არაა პორნოს ყურების გაკონტროლებაზე. ეს აპლიკაციები გაიძულებენ, თქვენი პასტორის მოლოდინებს შეესაბამებოდეთ», — ყვება ბრიტი გამოცემა Wired-ის გამოძიებაში.
ქალი ყვება, რომ Accountable2You-ის დაყენება მას მშობლებმა აიძულეს მას შემდეგ, რაც «დიდების ფილმების» ყურების დროს გამოიჭირეს. დედა და პასტორი მან «ანგარიშვალდებულ პარნიორებად» აირჩია. მაგრამ სულიერო მოძღვარი აფიქსირებდა არა მხოლოდ ფილმების ყურებას.
«მახსოვს, პასტორთან საუბარი მქონდა, მას შემდეგ, რაც ათეიზმზე ვიკიპედიაში სტატია წავიკითხე. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მქონდა უფლება წამეკითხა ის, რაც მინდოდა», — იხსენებს ბრიტი.
სტუდენტ-დიზაინერმა ჰაო-ვეი ლინმა ასევე პირად მაგალითზე გამოსცადა, რას ნიშნავს პროგრამული უზრუნველყოფის ანგარიშვალდებულება. Gracepoint-ის (ერთ-ერთი ევანგელურ სამხრეთ ბაპტისტური ეკლესია) პასტორმა გაიგო, რომ ლინი გეია და სთხოვა, Covenant Eyes დაეყენებინა. სტუდენტმა კი უთრა, რომ ეს არ სჭირდებოდა — მას არ აქვს პორნოდამოკიდებულება. თუმცა, ეკლესიის ლიდერი დაჟინებით მოითხოვდა: Covenant Eyes-ის დახმარებით ის შეძლებდა «ეკონტროლებინა ლინის ყველა ანტიმორალური მოტივი», რომლებსაც პასტორი მის სექსუალურ ორიენტაციასაც მიაკუთვნებდა.
აპლიკაციის დაყენებიდან ერთი თვის განმავლობაში ხაო-ვეი ლინი პასტორისგან რეგულაურად იღებდა საყვედურებს. ის ფოსტით უგზავნიდა დეტალურ ანგარიშს სტუდენტის მიერ მონახულებული საიტების შესახებ: Amazon-ზე გაკეთებული შესყიდვებიდან Instagram-ზე მეგობრების პროფილებამდე, რომლებსაც ის ათვალირებდა. მაგრამ ყველაზე მეტად პასტორს აწუხებდა თეგები «გეი», რომლებზეც ლინი გადადიოდა. Covenant Eyes ამ მოთხოვნას ნიშნავდა, როგორც კონტენტს «უფროსებისთვის».
Wired-ის ჟურნალისტის კითხვაზე «ანგარიშვალდებულების აპლიკაციასთან» სასულიერო პირების მუშაობის ეთიკური მხარის შესახებ Covenant Eyes-ის წარმომადგენელმა უბრალოდ თქვა, რომ «კომპანია შეშფოთებულია იმით, რომ ზოგიერთი ადამიანი შესაბამისი ნებართვის გარეშე მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება».
მიუხედავად ამისა, მაგალითად, Accountable2You, როგორც აღნიშნულია Wired-ის გამოძიებაში, არეკლამებს ჯგუფურ ტარიფებს ეკლესიებისთვისა და მცირე რელიგიური ჯგუფებისთვის. Covenant Eyes-მა ეკლესიებთან და სასულიერო პირებთან მუშაობისთვის დირექტორი დაიქირივა.
მონაცემების შეგროვებისა და შენახვის პოლიტიკის დარღვევა
«ანგარიშვალდებულების პროგრამის» შემქმნელები ირწმუნებიან, რომ სოციალურ ქსელებში მომხმარებლის პირად მიმოწერას არ იწერენ. მაგრამ პროგრამები შემთხვევითობის პრინციპით გააკეთებენ ეკრანის სქრინებს — მიმოწერის დროსაც.
«ანგარიშვალდებულების პროგრამებს» ასევე მონაცემების შენახვასთან აქვთ პრობლემები. ისინი საიტზე ავტორიზაციას აფიქსირებენ, რაც ნიშნავს, მომხმარებლის ლოგინიც და პაროლიც შესაძლოა შემთხვევით სქრინებში მოხვდეს.
Wired-ის გამოძიების შემდეგ 2022 წელს Google-მა Google Play-დან წაშალა Covenant Eyes და Accountable2You, რადგანაც ეს აპლიკაციები მონაცემების შეგროვებისა და შენახვის შესახებ დკომპანიის პოლიტიკას არღვევდნენ.
მაგრამ მალევე Covenant Eyes-მა გააკეთა ახალი აპლიკაცია — მას Victory ჰქვია და რომელსაც უკვე აქვს 10 ათასზე მეტი ჩამოტვირთვა. Accountable2You-ის ნახვა კი შეიძლება, როგორც Truple — ასევე 10 ათასზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს.
Victory-ს შემქმნელები აცხადებენ, რომ განახლებული აპლიკაცია აღარ აგროვებს მომხმარებლის მონაცემებს. Truple აგრძელებ პირადი ინფორმაციის შეგროვებას, სამაგიეროდ მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში მის წაშლის პირობას იძლევა.
ეხმარება თუ არა «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფა» პორნოდამოკიდებულების დაძლევაში?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პორნოგრაფიაზე დამოკიდებულებას კლასიფიცირებს, როგორც სექსუალური ქცევის დარღვევას. «სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფის» შემქმნელები თვითონ აღიარებენ: ეს დაგიცავს უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმების «სპონტანური» ყურებისგან, მაგრამ პორნოფილიისგან, როგორც სექსუალური დარღვევისგან — არა.
«Covenant Eyes (როგორც სხვა მსგავსი პროგრამები) ასევე უწოდებენ „სირცხვილის პროგრამულ უზრუნველყოფას“ შერცხვენისა და ადამიანების კონტროლის ინსტრუმენტს. ჩვენ გულწრფელად ვეთანხმებით ბევრ შიშს! ადამიანებზე ჯაშუშობა საზიანო და კონტრპროდუქტიული. ჩვენი პოლიტიკა კრძალავს Covenant Eyes-ის გამოყენებას ვინმეზე მეთვალყურეობისთვის მისი ნებართვის გარეშე. Covenant Eyes-ს არ მოაქვს ეფექტი, როდესაც მას „ჯაშუშურად“ ადამიანის ქცევის კონტროლისთვის გამოიყენებენ», — წერს Covenant Eyes და დასძენს, რომ ანგარიშვალდებულება, რომელიც დაფუძნებულია კონტროლსა და სირცხვილზე, წარუმატებლობას განიცდის.
სირცხვილის გზით პორნოდამოკიდებულების აღმოფხვრა არ მუშაობს. ხოლო, ტოტალური კონტროლი მხოლოდ აღრმავებს სიტუაციას და აიძულებს ადამიანებს ყოველ ჯერზე დაუბრუნდნენ ჩვევებს, რომლის გადაჩვევასაც ასწავლიან. ზნეობრივმა სწავლებებმა და ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა და ადამიანში საკუთარი დამოკიდებულების დამალვის მიდრეკილება ჩამოიყალიბოს. ასეთი მოსაზრება Covenant Eyes-ს საიტზე თავის ბლოგში განავითარა მარკ ბრაუერმა — პასტორმა, მწერალმა და ქოუჩმა «სექსუალური დამოკიდებულებისგან განკურნების» სფეროში.
ამერიკელი ტელეწამყვანი, რეალითი შოუს ბაპტისტების შესახებ «19 Kids and Counting-ის» მონაწილე ჯოშ დაგარი 2022 წელს ბავშვთა პორნოგრაფიის ჩამოტვირთვისა და შენახვისთვის გაასამართლეს და 12 წელი მიუსაჯეს. დაგარი წლების განმავლობაში «ანგარიშის ქვეშ» იყო — მის დივაისებზე Covenant Eyes იყო დაყენებული.
წარსულში დაგარი მისმა ახლობლებმა გამოიჭირეს «მანკიერი გატაცებებისთვის». მისი «განკურნება» სირცხვილის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სცადეს. დაგარი იყენებდა სპეციალურ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევდა გვერდი აევლო Covenant Eyes-ისთვის. გარდა ამისა მყარი დისკების დაყოფის მაქინაციისა და Linux-ის დაყენების საშუალებით ტელეწამყვანს წვდომა ჰქონდა დარკნეტზე, საიდანც აკრძალულ კონტენტს იწერდა.
«ადამიანმა შესაძლოა შეწყვიტოს პორნოგრაფიის ყურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეალურად სურს ეს — თვალთვალი და ქცევის კონტროლი ვერ დაეხმარება. მაგრამ, მხოლოდ ერთი სურვილი შეიძლება საკმარისი არ იყოს. ზოგიერთს სჭირდება „სირცხვილი გრძნობის გადატანა“ იმის ცოდნით, რომ მის ქცევას გამოაშკარავებენ. Covenant Eyes ისეთი ადამიანებისთვის შეიქმნა, რომელთაც ცვლილება სურთ», — ამბობენ Covenant Eyes-ში.