ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის F პატერნი? — როგორ გავხადოთ კითხვადი ტექნიკური დოკუმენტაცია

ავტორები წერენ, თუმცა, როგორ კითხულობენ მომხმარებლები? — დღეს ვისაუბრებთ, როგორ გავხადოთ ტექსტი უფრო კომფორტული და როგორ გამოვიყენოთ კითხვის პატერნები ბიზნესსა და დოკუმენტებისთვის. 

ბლოგის ავტორი ვლადისლავა ლაგუნაა, Playrix-ის ტექნიკური მწერალი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა devby.io-ზე. 

კომენტარის დატოვება
რა არის F პატერნი? — როგორ გავხადოთ კითხვადი ტექნიკური დოკუმენტაცია

ავტორები წერენ, თუმცა, როგორ კითხულობენ მომხმარებლები? — დღეს ვისაუბრებთ, როგორ გავხადოთ ტექსტი უფრო კომფორტული და როგორ გამოვიყენოთ კითხვის პატერნები ბიზნესსა და დოკუმენტებისთვის. 

ბლოგის ავტორი ვლადისლავა ლაგუნაა, Playrix-ის ტექნიკური მწერალი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა devby.io-ზე. 

რა არის F-პატერნი?

ახლახან, მეტრიკის ძიებისას, წავაწყდი სტატიას ცნობილი F- პატერნის შესახებ, რომელიც ხშირად გამოიყენება ინტერნეტში მკითხველის გამოცდილების აღსაწერად.

F-პატერნი — არის მიახლოებითი დიაგრამა, როგორ ნაწილდება მკითხველის ყურადღება გვერდზე.

მკითხველი ყველაზე მეტად კონცენტრირდება ტექსტის მარცხენა მხარეს — აბზაცისა და სტრიქონების დასაწყისში, შემდეგ მარჯვნივ გადადის. რაც უფრო დაბლა ჩადის ტექსტში, ის უფრო მარჯვნივ გადადის და უფრო მეტად საწყის სიტყვებზე კონცენტრირდება
(იხილეთ სქემა).

პატერნი 2006 წელს გამოარჩია კომპანია Nielsen Norman Group-მა, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილების (UX) კვლევით არის დაკავებული. 8 წლის შემდეგ კომპანია თავის კვლევას დაუბრუნდა, რათა მასთან დაკავშირებული მითები გაეფანტა და პირველადი მიგნებები გაეფართოებინა.

პირველ რიგში, F — ეს არ არის მკითხველის ყურადღების გადანაწილების ერთადერთი ვარიანტი, არამედ ერთ-ერთია ძირითადი ოთხიდან. დანარჩენები — წერტილოვანი (spotted pattern), ფენები (layer-cake pattern) და ჩაღრმავებითი (commitment pattern) — კითხვის დროს ყურადღების განაწილების არანაკლებ პოპულარულია.

მკითხველისთვის ოთხი სტრატეგიიდან ერთ-ერთის არჩევა დამოკიდებულია:

  • ამოცანებზე;
  • თემის ცოდნასა და ამ თემაზე ადრე მიღებულ ინფორმაციაზე;
  • ფეიჯზე ტექსტის განთავსებაზე (layout), 
  • კონტექსტის ტიპზე (ტექსტი ან სურათი).

მეორეც, ეს პატერნი მხოლოდ ძირითად კონტენტს ეხება და სხვა ნავიგაციებს არ ეხება. ისინი შეიძლება ტექსტის მარცხნივ, იმავე გვერდზე იყოს.

რით არის ცუდი F-პატერნი ბიზნესისთვის?

მკითხველი ყოველთვის ჩქარობს კითხვის დასრულებას: მინიმალურ დროში მაქსიმალური ინფორმაცია სჭირდება. გვერდზე ტექსტის განლაგების ვარიანტების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მოქნილი ეკრანის დაპროგრამება ისე, რომ არაფერი გამოგრჩეთ, ძალიან რთულია.

ამაშია ასეთი პატერნის მთავარი მინუსი ბიზნესისთვის: მკითხველი ტექსტს არ ჩაეძიება. როდესაც პირველივე წუთებში ვერ იპოვის იმას, რასაც ეძებდა, სხვა სტატიაზე ან ინტერნეტში სხვა ბმულზე გადავა. ეს შეიძლება კონკურენტის სტატია იყოს. მას შესაძლოა უფრო მეტად გაუმართლოს.

შიდა ცოდნის ბაზებთან მუშაობის გამოცდილებიდან მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს სფეროში პრობლემა არ არის (რადგან კონკურენტები არ არიან). მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს უარყოფითი ეფექტი.

ეს არა მხოლოდ ცოდნის ბაზას ეხება, არამედ ნებისმიერ ინფორმაციას ტექსტური სახით, რომელიც მომხმარებლამდე უნდა მივიტანოთ: ტექნიკური დავალებები, კლიენტის ან ანალიტიკოსის ხედვა.

სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ინტერნეტმომხმარებელი საჭირო ინფორმაციას საბოლოო ჯამში სხვა ადგილას პოულობს, დახურულ წყაროებში კი — უბრალოდ უკმაყოფილო მიდის, დავალებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს, კომპანიისა და საკუთარ ფულსა და დროს ხარჯავს.

და ჩვენ გვყავს უკმაყოფილო მომხმარებელი და უაზროდ დახარჯული რესურსები:

  • მომხმარებელი, რომელიც აგრძელებს ძიებას ჩათებსა და ფორუმებზე;
  • მისი კოლეგები, რომლებსაც ის პირადად გამოჰკითხავს ყველაფრის შესახებ;
  • ტექმწერალს, რომელიც გაუცნობიერებლად აწარმოებს ამოუცნობ და, შესაბამისად, უსარგებლო შინაარსის კონტენტს.

ტკივილი, სევდა, დეპრესია.

 როგორ ვიქონიოთ გავლენა კითხვის პატერნზე?

F-პატერნის უარყოფითი გავლენის შემცირება შეიძლება, ტექსტის ვიზუალური აღქმის გაუმჯობესებით. ამისათვის:

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოიტანეთ პირველ ორ აბზაცში.
  • დაამატეთ სათაურები და ქვესათაურები ქივორდებით. სათაურებს ისეთი ფორმა მიეცით, რომ მარტივად ამოდიოდეს მთელი ტექსტიდან. სიტყვებმა კი მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ აბზაცების არსი. თუ მომხმარებელი სტრიქონის მხოლოდ პირველ ორ სიტყვას «ხედავს», ეს მთელი აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები უნდა იყოს.
  • გააერთიანეთ ვიზუალურად დაკავშირებული კონტენტი — იქნება ეს გამყოფი, ფერადი ფონი თუ გამოტანა.
  •  გამოყავით მნიშვნელოვანი სიტყვები.
  • დააფორმატეთ ბმულები გამოსადეგად: ბმულის სახელმა უნდა ატაროს აზრი, მიიყვანოს იმ სტატიამდე, რომელზედაც მიმართული იქნება მკითხველი.
  • დააორგანიზეთ კონტენტი დანომრილ და უნომრო სიებში ამოიღეთ ტექსტიდან ზედმეტი. 

ზევით მოყვანილი სია სტილის მზა სახელმძღვანელოა: ტექსტების უმრავლესობა მხოლოდ მოიგებს ამ მიდგომით. პუნქტები საკმაოდ მარტივია იმისათვის, რომ მათ სხვადასხვა დონის სპეციალისტებმა მისდიონ:  არაა საჭირო არც სპეციალური ინსტრუმენტები, არც რედაქტორები, არც ცალკეული პროცესები.

ეს არის ზუსტად ის პრინციპები, რომლებიც წერია ყველა პატივსაცემ წიგნში და რომლებსაც დოკუმენტაციის შედგენისას ვიყენებ.

თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ გადატვირთული კონსტრუქციების, არასაჭირო შესავალი სიტყვების ამოცნობა ან მნიშვნელოვანი შესავალი წინადადებების გამოგონება. ეს ნორმალურია, როგორც ნებისმიერ სხვა უნარს, ამას დრო სჭირდება. მაგრამ შედეგი ამად ღირს!

წყაროები:

  1. Text Scanning Patterns: Eyetracking Evidence
  2. The Layer-Cake Pattern of Scanning Content on the Web


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.