ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ფოტოზე ქალებს ჰიჯაბი არ ეცვათ — ირანმა მსხვილი E-Commerce კომპანიის ოფისი დახურა

ირანის ხელისუფლებამ დახურა ქვეყნის უმსხვილესი ელექტრონული კომპანიის ერთ-ერთი ოფისი და დაიწყო სამართლებრივი პროცედურები მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ქალი თანამშრომლები სავალდებულო თავსაბურავის გარეშე არიან აღბეჭდილები.

კომენტარის დატოვება
ფოტოზე ქალებს ჰიჯაბი არ ეცვათ — ირანმა მსხვილი E-Commerce კომპანიის ოფისი დახურა

ირანის ხელისუფლებამ დახურა ქვეყნის უმსხვილესი ელექტრონული კომპანიის ერთ-ერთი ოფისი და დაიწყო სამართლებრივი პროცედურები მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ქალი თანამშრომლები სავალდებულო თავსაბურავის გარეშე არიან აღბეჭდილები.

ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, ახალი კამპანიის ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დაწესების მიზნით განახლდა — მასშტაბური საპროტესტო გამოსვლენის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მორალის პოლიცია ირანში შესუსტებული იყო. 

ირანის ხელისუფლეის მტკიცებით, Digikala, არაფორმალურად ცნობილი როგორც ირანის Amazon, ისეთი ფოტოების გამოქვეყნებით, რომლებშიც ქალების ჰიჯაბი არ ახურავთ, წესებს არღვევს. 

ირანს აშშ-ის მკაცრი სანქციები ადევს იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს არღვევს ამიტომ, ირანელი მოქალაქეები საერთაშორისო საცალო ვაჭრობას მოწყვეტილნი არიან.

ირანის სასამართლო სისტემის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ სასამართლო საქმეები აღძრულია ფოტოებთან დაკავშირებით.

2022 წლის სექტემბერში 22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა. ქალს სასტიკად სცემეს. ის კომაში ჩავარდა, 3 დღეში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მაჰსა ამინის მკვლელობას მასშტაბური და ხანგრძლივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტი, რომელშიც წამყვან როლს ქალები ასრულებდნენ, მალევე გადაიზარდა ირანის თეოკრატიული რეჟიმის დამხობის მოწოდებისკენ — რეჟიმმა ძალაუფლება 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მოიპოვა.

ხელისუფლებამ გამოსვლებს სასტიკი დარბევით უპასუხა — 500-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა, დააკავეს 20 00-მდე მოქალაქე. .

საპროტესტო აქციები ჩაცხრა 2023 წლის დასაწყისში, მაგრამ ირანელი ქალები პროტესტს აგრძელებენ. ისინი საჯაროდ ჩნდებიან ჰიჯაბის გარეშე, ცეკვავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში — რაც ირანში ასევე აკრძალულია და ა.შ. 

საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, მორალის პოლიცია ირანის ქუჩებიდან ძირითადად გაქრა და ბევრმა ქალმა დედაქალაქ თეირანში და სხვა ქალაქებში ჰიჯაბის ტარება შეწყვიტა. 

მაგრამ ოფიციალური პირები ამ დროის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ წესები არასოდეს შეცვლილა. 

ირანის თეოკრატიული რეჟიმი დასავლური ჩაცმის სტანდარტებს არ აღიარებს. 

გასულ კვირას კი მორალის პოლიცია ქუჩებში დაბრუნდა — ოფიციალურმა პირებმა ქალების ჰიჯაბის ტარებაზე იძულების მიზნით ახალი კამპანია გამოაცხადეს. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.