ომანში, ტექ გამოფენაზე Comex 2024 ქართული IT სექტორის დებიუტი შედგა
ომანის დედაქალაქ მუსკატში ტექ გამოფენაზე Comex 2024 ქართული IT სექტორის დებიუტი შედგა. საქართველო GITA-მ წარადგინა.
ომანის დედაქალაქ მუსკატში ტექ გამოფენაზე Comex 2024 ქართული IT სექტორის დებიუტი შედგა. საქართველო GITA-მ წარადგინა.
Comex მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც 2024 წელს 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ღონისძიების მიზანი ახალი ტექნოლოგიების წარმოჩენა, IT ლიდერებთან ურთიერთობების გაძლიერება და სხვადასხვა სექტორში მომავლის ტექნოლოგიებზე მსჯელობაა.
Comex 2024-ზე პრეზენტაცია ჩაატარა StrategEast-მაც და კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში IT ინდუსტრიაზე გააკეთა.
StrategEast დამოუკიდებელი ინსტიტუტიa, რომელიც მუშაობს ევრაზიის ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, განვითარების სააგენტოებთან, გლობალურ ტექნიკურ კომპანიებთან და ევრაზიის მთავრობებთან თანამშრომლობით. მას აქვს ოფისები შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, საქართველოში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.
StrategEast-ის პრეზიდენტმა, ანატოლი მოტკინმა განაცხადა, რომ ომანი ისწრაფვის მაღალი ხარისხის ციფრულ სერვისებზე წვდომისკენ და იკვლევს პოტენციურ თანამშრომლობას კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან, რათა გააუმჯობესოს თავისი პროდუქტებისა და სერვისების ეკოსისტემა.
აუდიტორიის წინაშე წარსდგა 80-ზე მეტი სპიკერი. მათ შორის იყვნენ GITA-ს (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს) თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა, ყაზახეთის დიგიტალიზაციის სამინისტროს «ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების» პროდუქტის პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ჯაზირა ჟუნუსოვა, ყირგიზეთის ციფრული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საწარმო «ინფოკომ“-ის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინფორმაციის ოფიცერი დანიელ ეშმატოვი.