ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Lambda Gaming საუკეთესო სტარტაპ იდეის გამარჯვებულია — წარმატება SiGMA Europe 2023-ზე

SiGMA არის დიდი ფორუმი iGaming ინდუსტრიაში, სადაც თავს იყრიან სფეროს მნიშვნელოვანი აქტორები, პროფესიონალები, ექსპერტები და 25000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მალტაში, SiGMA Europe 2023-ზე ქართული კომპანია Lambda Gaming წარდგენილი იყო საუკეთესო სტარტაპ იდეის ნომინაციაში, საკუთარი უნიკალური იდეით. 

კომენტარის დატოვება

8Bit თამაშები — ესაა მიდგომა, რომელიც ინდუსტრიაში ორი ძირითადი კონტენტ მიმართულების ინოვაციურ ალტერნატივას გულისხმობს, რომელიც ინსპირირებულია ლეგანდარული ნოსტალგიური თამაშებით.

«ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპ იდეა, გამარჯვებულია: Lambda Gaming!»

8Bit თამაშები, მთავარი სამიზნე აუდიტორიისთვის — მილენიალებისთვის, რომლებიც გაიზარდნენ კომპიუტერულ თამაშებთან ერთად, ბავშვობის გამოცდილებასთან ასოცირდება.

Lambda Gaming-ის მთავარი მიზანი სწორედ ტრადიციული გეიმინგის ჰარმონიული შერწყმაა iGaming-თან. ხოლო თამაშები: 8Bitman, 8Bit Plinko და 8Bit 2048 წარმოადგენენ ახალ უნიკალურ გამოცდილებას, Რომელშიც ტრადიციული პროდუქტების რთული მათემატიკა და მინი თამაშების მარტივი გეიმფლეი არის შეზავებული, რამაც დიდ სცენაზე განსაკუთებული ყურადღება მიიქცია.

თამაშების კლასიკური ხაზის გარდაქმნა მოდერნისტული მიდგომებით და ახლებური გამიფიკაციის მეთოდებით, ესაა მიმართულება, რომელზეც Lambda Gaming-მა ორიენტირი აიღო და საუკეთესო სტარტაპ იდეის ჯილდო დაისაკუთრა.

«ბაზარი ითხოვს ინოვაციას და ჩვენ ვქმნით თამაშებს, რომლებიც ტრადიციული პროდუქტის რეალობას არ იმეორებს» — ამბობს დავით სიჭინავა, Lambda Gaming-ის დამფუძნებელი

SiGMA Europe 2023-ზე არაერთი ქართული ნომინაცია და გამარჯვება ვიხილეთ. ეს ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას გლობალურ ბაზარზე. ხოლო Lambda Gaming-ის წარმატება საუკეთესო სტარტაპ იდეის ნომინაციაში, ნიშნავს მისი პოტენციალის აღიარებას iGaming-ის მომავლის შესაცვლელად.

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.