ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
17 მაისი 2024, 13:14
2024-05-17
კრეატიულ სააგენტო „ლიმონის" დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
კრეატიული სააგენტო «ლიმონის» დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამასთან, საქმეში გაჩნდა ახალი ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს.
მანამდე შსს სარეკლამო კომპანია «ლიმონში» შევიდა. ოკმელაშვილი იქ არ იყო, რის შემდეგაც ის სახლიდან აიყვანეს.
პარალელურად გაჩხრიკეს მისი სახლი და ოფისი. გადასაღები პავილიონიდან პოლიციამ გაიტანა კომპიუტერული და სხვა ტიპის ტექნიკა.
გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2 მაისს კრეატიული სააგენტოების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ არ ითანამშრომლებენ იმ ბიზნესთან, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.