ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google Wallet უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

Google Wallet საქართველოშიც ხელმისაწვდომია. 

კომენტარის დატოვება
Google Wallet უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

Google Wallet საქართველოშიც ხელმისაწვდომია. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერაც არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც Google Wallet მხარდაჭერილია, ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონების მფლობელებს უკონტაქტო გადახდის ამ ფორმის გამოყენება უკვე შეუძლიათ. 

Google Wallet აპლიკაციაა, რომელსაც შეგიძლიათ მიაბათ თქვენი საბანკო ბარათები და გამოიყენოთ ის ყველგან, სადაც ამ ფორმით გადახდაა შესაძლებელი.

«გუგლის საფულეში» ასევე შეგიძლიათ შეინახოთ საშვები, კინოს და თეატრის ბილეთები, თვითმფრინავის და მატარებლის ბილეთები, ბორდინ პასები, პირადობის მოწმობები და ა.შ 

თქვენი Google Wallet-ის მოხმარებისას ბარათები და თანხა დაცული იქნება და მათი დაკარგვის საფრთხე არ გემუქრებათ. 

თუმცა, კომპანია გამოიყენებს თქვენს პირად მონაცემებს. 

ეს Google-ის საიტზეც წერია. კომპანია მიუთითებს, რომ Wallet-მა შესაძლოა შეაგროვოს: 

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია: სახელი, მისამართები, ტელეფონის ნომერი, იმეილის მისამართი, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას აპლიკაციის მუშაობის მიზნებისთვის — როგორც მისი გამართვის, ასევე, თაღლითობის აღსაკვეთად. 
  • ფინანსური ინფორმაცია: საკრედიტო და სადებეტო ბარათები, საბანკო ანგარიში, შესყიდვების ისტორია, საკრედიტო ისტორია ან სხვა ფინანსური ინფორმაცია. კომპანია ამბობს, რომ ისინი შესაძლოა გამოიყენონ როგორც აპლიკაციის ფუნქციონირების მიზნებისთვის, ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ გუგლის საფულე. 
  • ინფორმაცია ადგილის/ლოკაციის შესახებ; 
  • აპლიკაციის მოხმარების დეტალები;
  • ინფორმაცია ტელეფონში დაინსტალირებული სხვა აპლიკაციების შესახებ;
  • SMS შეტყობინენები, რაც, როგორც გუგლი ამბობს, გამოიყენება აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის, თაღლითობის პრევენციისთვის და ამა თუ იმ ველში სმს-ის სახით მოსული კოდის ავტომატურად ასახვისთვის. 
  • ასევე: ფოტოები და კონტაქტები;

Google პირობას დებს, რომ ამ ინფორმაციას არავის მიჰყიდის. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.