ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
25 სექტემბერი 2023, 09:00
2023-09-25
GameDev მითაპი G5 Games-ისგან თბილისში
★ ფასიანი განთავსება
2 სექტემბერს თბილისში GameDev შეხვედრა გაიმართა. G5 Games-ის ოფისი საქართველოში 2022 წელს გაიხსნა. ივენთი გახდა უნიკალური შესაძლებლობა თამაშების ინდუსტრიის სპეციალისტებისთვის, რათა შეკრებილიყვნენ, გაცვალონ გამოცდილებები და მოესმინათ სფეროს პროფესიონალებისთვის.
G5 Games მობილური თამაშების შემქმნელი შვედური კომპანიაა. მისი უდიდესი ოფისი უკრაინაში, ხარკივში მდებარეობს. G5 აქტიურად მონაწილეობს თამაშების განვითარების შესახებ სხვადასხვა ღონისძიებაში მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი მათგანი აგვისტოში კიევშიც ჩატარდა.
2022 წელს წელს კომპანიამ G5 Games ახალი ოფისი 6 სხვადასხვა ქვეყანაში გახსნა და თამაშების შექმნის ქართველი, სომეხი და ყაზახი სპეციალისტებისთვის რამდენიმე ღონისძიებაც გამართა. GameDev თბილიში კომპანიის შემოთავაზებული მეორე ივენთი იყო მიმდინარე წელს.
შეხვედრა Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში შედგა და 180-მდე სპეციალისტი შეკრიბა. თავდაპირველად შეკრებილებს HR-მა, ანა ლიქტიკოვამ მონაწილეებს კომპანია გააცნო — ილაპარაკა, როგორ უქმნის კომპანია თანამშრომლებს მუშაობისთვის საუკეთესოოი პირობებს, სთავაზობს მათ დაზღვევას, ასევე, აძლევს ინგლისური და ქართული ენის შესწავლის საშუალებას.
ანასვე თქმით, ეს ყველაფერი არ არის: კომპანია თანამშრომელს რელოკაციის შესაძლებლობას სთავაზობს — ეს ხსნის კარებს დასაქმებულებისთვის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც G5 Games-ის ოფისებია განთავსებული: საქართველო, მონტენეგრო, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კვიპროსი და სხვა.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ჟანრის 30-ზე მეტ თამაშს, მათ შორის: Hidden Object, Match-3, Mahjong, Solitaire. G5 Games-ის ჰიტი პროექტებია — Sherlock, Hidden City, Jewels of Rome და სხვა. მათ თამაშობს 250 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოში.
კითხვის პასუხად დარბაზში თითქმის ყველამ ასწია ხელები, რაც კომპანიის თამაშების პოპულარობას ადასტურებს.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი G5-ის სპეციალისტების პრეზენტაციებით წარიმართა.
დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი 2D პერსონაჟების არტისტის, იულია პიმენოვას პრეზენტაციამ დაიმსახურა. ის გახდა შთაგონების წყარო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მობილური თამაშების პერსონაჟების შექმნით. იულიამ დამსწრეებს პრაქტიკული რჩევები გაუზიარა და აღწერა მუშაობის პროცესი იდეიდან პერსონაჟების საბოლოოდ შექმნამდე. მან ასევე ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან სხვადასხვა გუნდი თამაშსა და პერსონაჟებზე მუშაობის პროცესში.
თამაშების წამყვანმა კრეატიულმა დიზაინერმა, ევგენია პოლიანინამ კონფერენციაზე ილაპარაკა თამაშების მონეტიზაციის სხვადასხვა გზებზე და იმაზე, რატომ არის უფასო მობილური თამაშების უმეტესობა. ასევე, ხაზი გაუსვა, თუ როგორ უნდა დავაბალანსოთ მომგებიანობა და მოთამაშეთა კმაყოფილება ეთიკური მონეტიზაციის გამოყენებით. თავისი პრეზენტაციის დასასრულს ევგენიამ შეკრებილებს წარმოუდგინა ქეისი — თამაშის დიზაინთან დაკავშირებული პრობლემა და დასვა კითხვა მისი გადაჭრის გზების შესახებ. ამას აქტიური დისკუსია მოჰყვა.
UI ანიმატორის, მიხაილა შლიკოვას პრეზენტაცია გახდა ინფორმაციის ღირებული წყარო ყველასთვის, ვინც ანიმაციის მიმართულებით მუშაობს და თამაშებში მის ჩართვას უზრუნველყოფს. მიხაილამ ისაუბრა სხვადასხვა ტიპის ანიმაციის თავისებურებებზე, მათი შექმნის პროცესზე და მონაწილეებს
გაუზიარა Spine 2D-თან — თამაშებში მაღალი ხარისხის ანიმაციების შექმნის ინსტრუმენტთან მუშაობის უნარები.
ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებთან, კოლეგებთან არაფორმალური ურთიერთობაა. კონფერენციის დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ, ემსჯელათ ნანახ პრეზენტაციებზე, მიეღოთ პასუხები კითხვებზე და კოლეგებთან იდეები გაეცვალათ.
ღონისძიების დასასრულისთვის G5-მა სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზები მოამზადა! მაგალითად, ლატარიაში მონაწილეობისა და ექსკლუზიური ბრენდირებული საჩუქრების მოგების შესაძლებლობა, ასევე დაუვიწყარი ფოტო მოგონებები და სახლში ფოტოსუვენირის წაღება.
GameDev საზოგადოება აგრძელებს თბილისში მუშაობას და განვითარებას, ხოლო ღონისძიებები ინდუსტრიის შესახებ, ისეთი, როგორიც იყო G5 Games meetup, სპეციალისტების მიზიდულობის ცენტრი ხდება.
დღეს G5 Games-ის თბილისის ოფისში 60 ადამიანი მუშაობს. გამოცხადებულია ვაკანსიებიც არტის, გეიმ-დიზაინის, მარკეტინგისა და სხვა სფეროებში. G5 Georgia გელოდებათ.
იმისთვის, რომ იყოთ ინფორმირებულები შემდგომი ღონისძიებების შესახებ, გაყევით G5-ს სოციალურ ქსელებში: Instagram, Facebook, LinkedIn, Telegram.