ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს — დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზება გვაქვს

dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს. 2023 წლის 9 თებერვლიდან შეგიძლიათ, IT სფეროს წარმომადგენლებს თქვენს კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობები გააცნოთ. IT დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზებაც გვაქვს. 

1 კომენტარი

როგორ მუშაობს jobboard

იმისთვის, რომ თქვენი ვაკანსია dev.ge-ზე გამოქვეყნდეს, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს, მარიამ გაბრელიანს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე — [email protected]

ჩვენ გთავაზობთ: 

  • 5 IT ვაკანსია უფასოდ ყველასთვის, ვისაც მათი გამოქვეყნების სურვილი აქვს. 
  • 5-ზე მეტი ვაკანსიის გამოქვეყნება შესაძლებელია Multipass-ის ყიდვის შემთხვევაში. 
  • თითო ვაკანსია ქვეყნდება 1 თვის ვადით. 
  • ვინაიდან ვაკანსიების სერვისს თებერვალში ვუშვებთ, გთავაზობთ ვაკანსიების ულიმიტო რაოდენობის განთავსების შესაძლებლობას. 

💻 ვაკანსიები უნდა იყოს წარმოდგენილი ასეთი ფორმატით 👇 

ვაკანსია

  • სამუშაოს დასახელება; სპეციალობა;
  • საჭირო სამუშაო გამოცდილება (სტაჟიორი, უმცროსი, საშუალო, უფროსი ან გუნდის ლიდერი);
  • ქვეყანა და ქალაქი, სადაც საჭიროა სპეციალისტი (თუ ვაკანსია ითვალისწინებს დისტანციური მუშაობის ფორმატს, მაშინ მიუთითეთ მხოლოდ ქვეყანა);
  • სამუშაო ფორმატი (დისტანციური, საოფისე, ნაწილობრივი დისტანციური);
  • დასაქმების ტიპი: (სრული განაკვეთი, ნახევარ განაკვეთი, სტაჟირება);
  • ხელფასი (სურვილისამებრ);
  • განთავსების ვადა: (15 ან 30 დღე);
  • აღწერა (უნდა შეიცავდეს მინიმუმ 500 სიმბოლოს. ტექსტში უმჯობესია, მიუთითოთ პროექტი, რომლისთვისაც ეძებთ პიროვნებას, მოსალოდნელი უნარები და მოთხოვნები კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისთვის.

    გირჩევთ, დეტალურად აღწეროთ სამუშაო პირობები. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა სამუშაოს აღწერაში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მიიღოთ ბევრი გამოხმაურება და იპოვოთ სასურველი კადრი. 

დამსაქმებელი

  • ვაკანსიის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი;
  • თანამდებობა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი).

კომპანია

  • კომპანიის სახელი;
  • დასაქმებულთა რაოდენობა;
  • კომპანიის LinkedIn-ის გვერდის ან ვებსაიტის ბმული;
  • ლოგო (240×240, PNG ან JPEG ფორმატი, 5 მბ-მდე);
  • მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ (სურვილისამებრ) — 500 სიმბოლომდე.

გამოგვყევით Facebook-ზე

ასევე წაიკითხეთ
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
dev.ge-ზე ვაკანსიების გამოქვეყნება და ნახვა შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ვაკანსიას ჩვენი jobboard-იდან IT სფეროს წარმომადგენლებისთვის.
შეიძინეთ Multipass —  ახალი სარეკლამო შესაძლებლობები dev.ge-სგან
შეიძინეთ Multipass — ახალი სარეკლამო შესაძლებლობები dev.ge-სგან
შეიძინეთ Multipass — ახალი სარეკლამო შესაძლებლობები dev.ge-სგან
dev.ge-ზე მულტიპასი — სარეკლამო შესაძლებლობის ახალი სისტემა ამოქმედდა. Multipass გაძლევთ წვდომას საქართველოს IT აუდიტორიასთან. ეს არის dev.ge-ის ყველა სერვისის თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით გამოწერა წინსვლისა და რეკრუტირებისთვის.
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად.  მონაწილეები ისწავლიან ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას და გუნდურად შექმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად. 
1 კომენტარი
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
განხილვა
zurab kupatadze
zurab kupatadze ვსწავლობდი, კომპიუტერის ტეხნიკოსი, ქსელის ადმინისტრატორი
0

საინტერესოა ქსელის ადმინისტრატორობა დავამთავრე მაგრამ არ მომუშავეთა გაიხსენებდა ადამიანი