ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დავით ბერიაშვილი, რომელიც რაჭაში მეწყერს ემსხვერპლა, სამაგიდო თამაშზე მუშაობდა

რაჭაში დამანგრეველი მეწყრის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილი სამაგიდო თამაშის შექმნაზე მუშაობდა, სახელწოდებით «ლეგენდა ქართლოსზე». 

კომენტარის დატოვება
დავით ბერიაშვილი, რომელიც რაჭაში მეწყერს ემსხვერპლა, სამაგიდო თამაშზე მუშაობდა

რაჭაში დამანგრეველი მეწყრის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილი სამაგიდო თამაშის შექმნაზე მუშაობდა, სახელწოდებით «ლეგენდა ქართლოსზე». 

23 ივლისს მან ქრაუდფანდინგ კამპანიაც დაიწყო, რათა თამაშის დასაბეჭდად საჭირო თანხა შეეგროვებინა. 

«თუ გჯერა ჩვენი პროექტის და სულმოუთქმელად ელოდები ახალი ქართული ორიგინალური თამაშის გამოსვლას, გადადი kartlos.ge-ზე და გახდი პროექტის მხარდამჭერი!». — წერია თამაშის ფეისბუქ გვერდზე.

მანამდე კი, 7 ივლისს ბერიაშვილმა და მისმა გუნდმა თამაშის მთავარი პერსონაჟების წარდგენა დაასრულა და იმ ღმერთების გაცნობაზე გადავიდა, რომლებიც მთავარ პერსონაჟს მტრების დამარცხებასა და ქართლის სამეფო ტახტის დაკავებაში უნდა დაეხმარონ. 

თამაში დავით ბერიაშვილმა ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა. 

«ერთ დღესაც დამესიზმრა ქართულ მითოლოგიასთან დაკავშირებული ამბავი, ფილმივით სცენარი, რომ ქართული მითოლოგიის ღმერთები ერთმანეთს ებრძოდნენ.  გამიჩნდა იდეა, ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული თამაში შემექმნა. მაშინვე შევკრიბე მეგობრები, ყველაფერი მოვუყევი. დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ეს ყველაფერი ჩვენი ფინანსებით შევქმენით, თუმცა, იმისთვის, რომ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე, დაგვჭირდება მეგობარი კომპანიების დახმარებაც». — ყვებოდა დავით ბერიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, დაიღუპა დავით ბერიაშვილი, რომელიც რაჭაში რამდენიმე დღით ადრე დასასველებლად ჩავიდა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. სამაშველო ოპერაცია და დაკარგულების ძებნა გრძელდება. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.