ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ანაზღაურებადი სტაჟირება Optio.AI-სგან

ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას Optio.AI ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა აქვს 👇

კომენტარის დატოვება
ანაზღაურებადი სტაჟირება Optio.AI-სგან

ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას Optio.AI ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა აქვს 👇

📃 სტაჟირება Optio-ში / ოქტომბერი 2023

Optio.Ai აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში უწყვეტი დიალოგი ბანკსა და მის კლიენტებს შორის უმნიშვნელოვანესია. მობილური და ინტერნეტ ბანკინგის დამსახურებით, კლიენტებთან ურთიერთობის დიდი წილი ცირფულ არხებზე გადავიდა, სადაც მრავალ სხვადასხვა ფუნქციებთან ერთად, ბანერებსაც გადამწყვეტი როლი აკისრიათ. ისინი არიან ბანკის ახალი შეთავაზებების, განახლებული ფუნქციებისა და აუცილებელი შეტყობინებების მაცნეები, მარტივი და ლამაზი ფორმით.

Optio-ს ამოცანაა, დაეხმაროს ბანკს კლიენტებთან კომუნიკაციაში, ამიტომაც, როგორც კომპანია ამბობს, გადაწყვიტა, შექმნას ბანერების მართვის დინამიური მოდული. ეს მოდული ჩაფიქრებულია, როგორც ინსტრუმენტი ბანკის მარკეტინგის გუნდისთვის, რათა შექმნას, მართოს და განათავსოს ბანერები საკუთარ ციფრულ პლატფორმებზე.

სტაჟიორის გამოწვევაა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვებ აპლიკაციის მხარეს.

🧐 ტექნიკური აღწერა

იმისათვის, რომ მარკეტინგის გუნდის თანამშრომელმა ადვილად შეძლოს ბანერის განთავსება, მობილური და ინტერნეტ ბანკინგის ინტერფეისი დაყოფილია ლოგიკურ ზონებად (მაგ. Header, Right Sidebar, Footer, Main Hero Slider, და სხვა). ბანერის დამატებისას, ამ ზონებიდან ერთერთი აუცილებლად უნდა მივუთითოთ ჩანაწერს.

ბანერის ჩანაწერის ველები ქვედა ცხრილშია აღწერილი (»*» სიმბოლოთი აღნიშნულია აუცილებელი ველი):

👉 Optio-ს Banners API-ში შეხვდები კიდევ ერთ ველს, isCorporate, თუმცა ის არ გამოიყენება ამ ამოცანაში და არ მიაქციო ყურადღება

📋 ბანერების სიის გვერდი

  • შექმენი გვერდი, რომელიც აჩვენებს სიას Optio-ს Banners API-ს გამოყენებით;
  • გამოაჩინე ინფორმაცია ბანერის შესახებ: სურათი, სათაური, სტატუსი, ზონა, დაწყება-დასრულების თარიღები, ლეიბლები;
  • შესაძლებელი უნდა იყოს სიის გადაფურცვლა (Paging) და სორტირება;
  • მომხმარებელს ასევე უნდა შეეძლოს გაფილტვრა ტექსტით. 

🗒️ ბანერის რედაქტირების ფორმა

  • დამატებისა და რედაქტირებისთვის გამოიყენე ფორმა, რომელიც გამოჩნდება მარჯვენა მხარეს ე.წ. Drawer-ით;
  • რედაქტირებისთვის საკმარისი უნდა იყოს სიის ჩანაწერზე დაკლიკვა;
  • მომხმარებელმა უნდა შეძლოს სურათის ატვირთვა, სახელის დარქმევა, ზონის არჩევა, სტატუსის მინიჭება, დაწყებისა და დასრულების თარიღების მითითება, კლინეტების ლეიბლების მონიშვნა. სურათების ასატვირთად დაგჭირდება Optio-ს Blobs API.
  • ზონებისა და კლიენტების ლეიბლების შესაძლო მნიშვნელობების ჩასატვირთად დაგჭირდება Optio-ს Reference Data API.

🛠️ Optio API დოკუმენტაცია

Banners API

Optio-ს API CRUD ოპერაციებისთვის ამ მეთოდებს იყენებს:

  • find — მრავალი ჩანაწერის მოძიება;
  • find-one — ერთი ჩანაწერის წაკითხვა;
  • save — ერთი ჩანაწერის შექმნა ან/და შენახვა, დამოკიდებულია; იმაზე, თუ რა ეწერება გადმოცემულ id ველში;
  • remove — ერთი ჩანაწერის წაშლა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის წაკითხვის მეთოდებს აქვთ შესაძლებლობა, გამოითხოვო კონკრეტული ველები. ამისთვის გამოიყენება include და exclude პარამეტრები. მაგალითად, თუ include-ს გადასცემ მასივს [’id’, ‘name’], მხოლოდ ეს ორი ველი დაბრუნდება სერვერიდან.

API-ს დეტალური დოკუმენტაცია შეგიძლია იხილო Swagger-ით, ამ ბმულზე: https://development.api.optio.ai/swagger/banners

Blobs API

ბანერში სურათის ატვირთვისთვის გამოიყენება Blobs API და პროცესი ორ ეტაპიანია:

  1. სურათი უნდა ატვირთო /api/v2/blob/upload მეთოდის გამოყენებით, რომლის რეზულტატშიც იქნება მითითებული ფაილის იდენტიფიკატორი
  2. ეს იდენტიფიკატორი უნდა შეინახო ბანერის fileId-ი ველში

რაც შეეხება სურათის ჩამოტვირთვას და ჩვენებას, ამისთვის უნდა გამოიყენო /api/v2/blob/{id} მეთოდი, სადაც {id}-ში ჩაწერ fileId-ის მნიშვნელობას.

API-ს დეტალური დოკუმენტაცია შეგიძლია იხილო Swagger-ით, ამ ბმულზე: https://development.api.optio.ai/swagger/blobs

Reference Data API

ამ უნიფიცირებული API-ს გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ჩამონათვალის გამოთხოვა მონაცემთა ბაზიდან. ჩამონათვლის იდენტიფიცირება ხდება typeId-ი ველის საშუალებით, რომელიც /api/v2/reference-data/find-ს გადმოეცემა payload-ით. ამ ამოცანისთვის გჭირდება ოთხი ჩამონათვალი:

  • საკომუნიკაციო არხები — typeId:1600
  • ზონები — typeId:1700
  • ლეიბლები — typeId:1900
  • ინტერფეისის ენები — typeId:2900

⚠️ გაითვალისწინე: Banner-ის ჩანაწერის შესაბამის ველში უნდა ჩაწერო key ველში არსებული მნიშვნელობა, მომხმარებელს კი უნდა უჩვენო name ველის მნიშვნელობა.

API-ს დეტალური დოკუმენტაცია შეგიძლია იხილო Swagger-ით, ამ ბმულზე: https://development.api.optio.ai/swagger/reference-data

💅 UX/UI პრინციპები

  • UI-ის ასაგებად გამოიყენე მხოლოდ Angular Material-ის კომპონენტები.
  • უზრუნველყავი სუფთა და ინტუიტიური დიზაინი.

🔥 ბონუს საკითხები

ქვემოთ ჩამოთვლილია დამატებითი ტექნოლოგიები და პირობები, რომელთა შესრულება არ არის აუცილებელი. თუმცა, ჩაითვლება უპირატესობად ნამუშევრების შეფასებისას:

  • NGRX-ის გამოყენება სთეითის მართვისთვის
  • გვერდის დარეფრეშებისას სიის მდგომარეობის შენარჩუნება (ფილტრი, სოტირება, გვერდი, მონიშნული ჩანაწერი)
  • Unit Test-ები
  • README

🔓 ავტორიზაცია:

Optio.Ai-ის API ითხოვს ავტორიზაციას, რისთვისაც მოგაწვდით Bearer Access Token-ს სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ.

🕹️ გამოყენებული ტექნოლოგიები/კომპონენტები

ამოცანის გადაწყვეტა საჭიროა Angular-ის გამოყენებით, ცხრილები და სხვა ვიზუალური კომპონენტები მხოლოდ Angular Material

🏢 ოპტიოს შესახებ

Optio, როგორც ფინტექნიკის მხარდამჭერი ქართული კომპანია, მიზნად ისახავს საბანკო სექტორში კლიენტებთან ურთიერთობისა და მათი ჩართულობის ხელახალ განსაზღვრას, ე.წ. რედიზაინს. კომპანიის უახლესი Customer Data Platform (CDP) აძლიერებს ბანკებს მონაცემთა ინტელექტუალური ანალიტიკით, ხელს უწყობს პერსონალიზებულ ინტერაქციას მათ კლიენტებთან ციფრულ და სხვა საკომუნიკაციო არხებში.

ამ მიზნის მისაღწევად შექმნილ CDP-ში გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიები: Big Data, Machine Learning, NLP, MicroService Architecture, Business Process Automation, Data Enrichment და სხვა მრავალი.

მთლიანობაში Optio-ს ტექნოლოგიური სტეკი მოიცავს: Angular, NodeJS, Python, ElasticSearch, Redis, RabbitMQ. პერიოდულად გვიწევს MS SQL, Oracle, MongoDb, dotnet core ტექნოლოგიებთან და სხვა მრავალ სისტემებთან მუშაობა და ინტეგრაცია.

📧 დავალების მოწოდება და შეფასების კრიტერიუმები

Optio ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილი აქვთ, რომ პროგრამირება მათი მთავარი პროფესიული საქმიანობაა.

Optio.AI-ს გუნდში უკვე არიან დამწყები პროგრამისტები. მათ ყავთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მენტორი, რომელიც უზრუნველყოფს სტაჟიორების პროფესიულ განვითარებას და ეხმარება მათ, შეისწავლოს: 

  • პროგრამირება Javascript/Typescript/Angular/NodeJS ენების და ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • Clean code-ის სტანდარტები;
  • Git-თან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკა;
  • კომპლექსური სისტემების არქიტექტურა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ავტომატური ტესტირება.

Optio.Ai-სთვის მნიშვნელოვანია, იპოვოს ცნობისმოყვარე, სწავლაზე და შრომაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას და წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმდებიან კომპანიაში.

ამოცანის შესრულებისას Optio ყურადღებას მიაქცევს, რამდენად სწორად არის გაგებული და შესრულებული ამოცანის მოთხოვნები და რამდენად არის დახარჯული დრო კოდის ხარისხზე.

⚠️ შესრულებული ამოცანის მოწოდების ბოლო ვადაა 20.10.2023 23:59:59. ამოცანა უნდა აიტვირთოს github-ზე. რეპოზიტორის ლინკი გაგზავნეთ ელფოსტაზე სათაურით Optio Internship Oct 2023 - ${YOUR_NAME_HERE}

⚠️ ⚠️ არ დაგავიწყდეთ სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რათა კომპანიამ Access Token გამოგიგზავნოთ. 



ასევე წაიკითხეთ
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს — გაეცანით!
Space International-ს 24 ახალი ვაკანსია აქვს.
12 ახალი ვაკანსია IT-ში — jobboard
12 ახალი ვაკანსია IT-ში — jobboard
12 ახალი ვაკანსია IT-ში — jobboard
IT კომპანიები პროფესიონალ კადრებს ეძებენ. თუ თქვენ, თქვენი მხრივ, დასაქმებაზე ფიქრობთ, ნახეთ  12 ახალი შესაძლებლობა 👇
dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს — დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზება გვაქვს
dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს — დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზება გვაქვს
dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს — დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზება გვაქვს
dev.ge IT ვაკანსიების სერვისს უშვებს. 2023 წლის 9 თებერვლიდან შეგიძლიათ, IT სფეროს წარმომადგენლებს თქვენს კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობები გააცნოთ. IT დამსაქმებლებისთვის სააქციო შეთავაზებაც გვაქვს. 
1 კომენტარი
ვაკანსია: dev.ge-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსია: dev.ge-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსია: dev.ge-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერი
dev.ge — მედია ქართული IT-ის და ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით ახალ ამბებს, ანალიტიკას, კვლევებს, ბლოგებს და ინფორმაციას სამუშაო ადგილების შესახებ. ვეძებთ სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერს ანთებული თვალებითა და სურვილით, მიაღწიოს მეტს, ვისაც უყვარს გაყიდვები და იცის, როგორ კეთდება ეს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.